ლოს-გლასიარესის მყინვარების ეროვნული პარკი.არგენტინა.1.18.2017წელი.

ლოს-გლასიარესი არის სიდიდით მეორე პარკი არგენტინაში სატაგონიას სანტა–კრუსის  პროვინციის ტერიტორიაზე, რომელიც  დაარსდა 1937 წელს და  მისი ფართობი 4459 კმ²-ია. ეს არის ყველაზე დიდი გამყინვარების ყინულის  მასივი  ანტარქტიდისა  და გრენლანდიის  ყინულოვანი მასივების  შემდეგ. არგენტინის  ქედის  ამ მხარეში  მშრალი სტეპის კლიმატია, აქ საშუალო წლიური ტემპერატურაა  7,5 ° C. ამ პარკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს  1466 კმ².–ის ტბა "არგენტინო", ხოლო … Continue reading ლოს-გლასიარესის მყინვარების ეროვნული პარკი.არგენტინა.1.18.2017წელი.

მარმარილოს ულამაზესი გამოქვაბული.ბუენოს-აირესი.1.1017წელი.

ბუენოს-აირესი  მყინვარული წარმოშობის ტბა , ჩილესა და არგენტინის საზღვარზე,  ზღვის დონიდან 215 მეტრზე მდებარეობს.  ტბის წყალის ნაწილი წყნარ ოკეანეში, ხოლო მეორე ნაწილი ატლანტის ოკეანეში ჩაედინება.  მაგრამ ულამაზესი გამოქვაბული ჩილეს ტერიტორიას მიეკუთვნება. მნახველებს, გამოქვაბულის დათვალიერება მხოლოდ ნავების მეშვეობით შეუძლიათ. ტბა  1880 წელს სპეციალურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა.

უჩვეულო სასტუმრო მთაში.1.18.2017.წელი

ჩილეში, ერთ უჩვეულო სასტუმროს მთის ფორმა აქვს, რომლის შემხედვარე გეგონება, რომ ეს–ესაა ლავა ამოიფრქვევა.  ლავა პერიოდულად მართლაც ამოედინება, ოღოდ წყლის სახლით, რომელიც გარშემო მცენარეებს რწყავს.  ამ სასტუმროში მოხვედრა არც ისე მარტივი– უნდა გაიაროთ დაკიული თოკის ხიდზე.  სასტუმროს ინტერიერი საკმაოდ მდიდრულია.  აშენებულია ხის და ქვის მასალით. სასტუმროს აქვს  გოლფის მოედანი,  ბარი, საუნა, სპა- მასაჟის და ბუნებრივი ცხელი წყლის აბაზანები. სასტუმროში  10 … Continue reading უჩვეულო სასტუმრო მთაში.1.18.2017.წელი

მესკალტიტანი: ქალაქი-კუნძული მექსიკაში.1.18.2017წელი.

მესკალტიტანი, იგივე მესკალტიტან-დე-ურიბე მექსიკაში, სანტიაგო-იქსკუინტლას მუნიციპალიტეტში მდებარეობს.  ქალაქი ცივილიზაციისგან მოშორებით, იმავე დასახელების კუნძულზეა გაშენებული. კუნძულის გარშემო უმეტესად ჭაობიანი ნიადაგია, ულამაზესი პეიზაჟებით. მრავალრიცხოვანი არხები, რომლებიც ლაბირინთებს ქმნიან და ფერად-ფერადი მგალობელი ჩიტები, რომლებიც არხების გარშემო ცხოვრობენ, განსაკუთრებულ კოლორიტს ანიჭებენ ქალაქს.   თვითონ კუნძული საკმაოდ მომცროა - მაქსიმალური დიამეტრი 400 მეტრია. მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლის მონაცემებით 818 ადამიანს შეადგენდა. … Continue reading მესკალტიტანი: ქალაქი-კუნძული მექსიკაში.1.18.2017წელი.

ყველაზე მისტიკური ადგილი კოლუმბიაში.1.18.2017.წელი.

შენობა საშინელებათა ფილმს გაგახსენებთ, სასახლეს, სადაც აჩრდილები ბუდობენ.  1920 წელს არქიტექტორმა  კარლოს არტურომ ფრანგულ სტილში სასახლის მშენებლობა დაიწყო. ოთხ სართულიან  შენობას ორი სართული მიწისქვეშ დაემატა, რომელიც სამალავად გამოიყენებოდა. ფუნქციურად საპრეზიდენტო რეზიდენცია იყო.  სასახლესთან  ჩამოედინება 137 მეტრიანი ჩანჩქერი ტეკენდამა. 1930 –იან წლებიდან დაწყებული , შენობა თვითმკვლელობის სურვილით შეპყრობილ ადამიანებს იზიდავდა. ამავე წლებიდან ვრცელდება ხმა, რომ იქ მოჩვენებები ცხოვრობენ.2000 წელს შენობამ … Continue reading ყველაზე მისტიკური ადგილი კოლუმბიაში.1.18.2017.წელი.